ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა:,,ქართველი მგოსნები ბუნების შესახებ"
პროგრამის მიზანია: მოზარდ თაობაში ქართული პოეზიისა და ბუნებისადმი სიყვარულის ჩანერგვა. ბუნების დაცვისთვის ზრუნვის სურვილის გამოწვევა.
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ მგოსნებს რომლებსაც თავიანთ შემოქმედებაში წარმოდგენილი აქვთ სამყაროს ორი სხვადასხვა მნიშვნელობის ცოცხალი არსებებები, კერძოდ ფლორა და ფაუნა ,რომლის მეშვეობითაც გვაზიარებენ ბუნების სილამაზეს. ამ ყველაფრის ფონზე მოსწავლეები შეეცდებიან თავიანთ ნახატებში ასახონ სამშობლოსადმი დიდი სიყვარული.
პროგრამა განკუთვნილია: I-VI კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით.
პროგრამის ხელმძღვანელები- ეკა მამულაძე .შორენა მახარაძე.